საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის კმ14-კმ18 მონაკვეთისა და გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერთან მისასვლელი გზის 0.9 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.

სარეაბილიტაციო გზის საერთო სიგრძე 5.3 კმ-ს შეადგენს. უწყების ინფორმაციით, არსებული გზა გრუნტოვანი საფარით არის და ნალექის დროს მასზე გადაადგილება რთულდება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის:

  • სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა;
  • არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და ახალი ნაგებობების მოწყობა;
  • გზასთან მიერთებებისა და წყალგამტარი მილების მოწყობა;
  • საგზაო ნიშნების განთავსება;
  • სავალი ნაწილის მონიშვნა.

პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.