მთავრობის განკარგულებით, პროფილურ წყალმომხმარებლებსა (გარდა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისა) და სატბორე მეურნეობებს საირიგაციო წყლის მიწოდების საფასური ნაწილობრივ დაუსუბსიდირდება.
“პროფილური წყალმომხმარებლებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურებას 4 იღებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, 2026 წელს გაწეული საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასური სუბსიდირება სრულად, ხოლო 2027 წელს გაწეული საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდება ამ განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად.
პროფილური წყალმომხმარებლები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურებას იღებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, გათავისუფლდნენ, ზემოხსენებულ ტერიტორიაზე გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე, შპს საქართველოს მელიორაციის მიმართ 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წარმოშობილ და ამ განკარგულების ძალაში შესვლის თარიღისთვის არსებული დაუფარავი დავალიანებისგან”, - ვკითხულობთ განკარგულებაში.
განკარგულება ძალაში შევა 2026 წლის 1-ელი აპრილიდან.
მელიორაციის მიერ, 2026 წლის 1-ელი აპრილიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირება განხორციელდეს შემდეგი სახით:
ა) გაუმრიცხველიანებელი პროფილური წყალმომხმარებლისთვის 2026 წლის პირველი აპრილიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული მომსახურების საფასურის (ვინაიდან ერთი მორწყვის ოპერაციისთვის წყლის საცალო_ მიწოდების საფასური 1 ჰექტარზე ერთწლოვანი კულტურისთვის შეადგენს 116 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო მრავალწლოვანი კულტურისთვის – 102 ლარს (დღგ-ის ჩათვლით)) სუბსიდირება განხორციელდება წყალსარგებლობის განრიგით შეთანხმებული, ფაქტობრივად განხორციელებული მორწყვის ოპერაციებისთვის (გარდა პირველი მორწყვის ოპერაციისა), მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) მორწყვის ოპერაციისა;
ბ) გამრიცხველიანებული პროფილური წყალმომხმარებელი 2026 წლის პირველი აპრილიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული მომსახურებისთვის გადაიხდის მრიცხველის ჩვენების საფუძველზე დარიცხულ წყლის საცალო მიწოდების საფასურს – ერთწლოვანი კულტურისთვის წელიწადში – 116 ლარამდე ოდენობით 1 ჰექტარზე, ხოლო მრავალწლოვანი კულტურისთვის წელიწადში – 102 ლარამდე ოდენობით 1 ჰექტარზე;
გ) მრიცხველის ჩვენების საფუძველზე, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადაჭარბების შემთხვევაში, მომსახურების საფასურის სუბსიდირება განხორციელდება სუბსიდიის ზედა ზღვრის გათვალისწინებით, რომელიც შეადგენს არაუმეტეს: გ.ა) ერთწლოვანი კულტურისთვის – 349 ლარს 1 ჰექტარზე; გ.ბ) მრავალწლოვანი კულტურისთვის – 306 ლარს 1 ჰექტარზე.
გარდა ამისა, პროფილური წყალმომხმარებლებისთვის 2027 წელს გაწეული წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირება განხორციელდება შემდეგი სახით:
ა) გაუმრიცხველიანებელი პროფილური წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების საფასურის სუბსიდირება განხორციელდება წყალსარგებლობის განრიგით შეთანხმებული, ფაქტობრივად განხორციელებული მორწყვის ოპერაციებისთვის (გარდა პირველი და მეორე მორწყვის ოპერაციისა), მაგრამ არაუმეტეს 2 მორწყვის ოპერაციისა;
ბ) გამრიცხველიანებული პროფილური წყალმომხმარებელი გადაიხდის მრიცხველის ჩვენების საფუძველზე დარიცხულ წყლის საცალო მიწოდების საფასურს – ერთწლოვანი კულტურისთვის წელიწადში – 233 ლარამდე ოდენობით 1 ჰექტარზე, ხოლო მრავალწლოვანი კულტურისთვის წელიწადში – 204 ლარამდე ოდენობით 1 ჰექტარზე;
გ) მრიცხველის ჩვენების საფუძველზე, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადაჭარბების შემთხვევაში, მომსახურების საფასურის სუბსიდირება განხორციელდება სუბსიდიის ზედა ზღვრის გათვალისწინებით, რომელიც შეადგენს წელიწადში არაუმეტეს: გ.ა) ერთწლოვანი კულტურისთვის – 233 ლარს 1 ჰექტარზე; გ.ბ) მრავალწლოვანი კულტურისთვის – 204 ლარს 1 ჰექტარზე.
გ) მრიცხველის ჩვენების საფუძველზე, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადაჭარბების შემთხვევაში, მომსახურების საფასურის სუბსიდირება განხორციელდება სუბსიდიის ზედა ზღვრის გათვალისწინებით, რომელიც შეადგენს წელიწადში არაუმეტეს: გ.ა) ერთწლოვანი კულტურისთვის – 233 ლარს 1 ჰექტარზე; გ.ბ) მრავალწლოვანი კულტურისთვის – 204 ლარს 1 ჰექტარზე.
ამასთანავე, არაპროფილური წყალმომხმარებლებისთვის, რომლებიც წყალს მოიხმარენ სატბორე მეურნეობისთვის, შპს საქართველოს მელიორაციის მიერ გაწეული წყლის საცალო მიწოდების მომსახურების საფასურის (0.0826 ლარი/მ (დღგ-ის ჩათვლით)) სუბსიდირება განხორციელდეს შემდეგი სახით:
ა) 2026 წელს არაპროფილური წყალმომხმარებელი (სატბორე მეურნეობა) გადაიხდის 2026 წლის პირველი აპრილიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული წყლის საცალო მიწოდების მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარს 1 ჰექტარზე, ხოლო მომსახურების საფასურის დარჩენილი ნაწილი დაექვემდებარება სუბსიდირებას;
ბ) 2027 წელს არაპროფილური წყალმომხმარებელი (სატბორე მეურნეობა) გადაიხდის 2027 წელს გაწეული წყლის საცალო მიწოდების მომსახურების საფასურის გათვალისწინებით წელიწადში გადასახდელი თანხის 25%-ს, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარს 1 ჰექტარზე, ხოლო მომსახურების საფასურის დარჩენილი ნაწილი დაექვემდებარება სუბსიდირებას.