"ძალიან კარგად ვიცი იმ ჰესის შესახებ და მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც ამ პროექტს დააბრუნებს - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გამართულ დებატებში ნამახვანიჰესზე საუბრისას, რითაც უპასუხა მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრის, ლევან ლორთქიფანიძის, კითხვას, - იცის თუ არა ნამოხვანიჰესის კონტრაქტის დეტალები?
მარიამ ქვრივიშვილს არ დაუკონკრეტებია დეტალები, როგორ და რა ფორმით იგეგმება ნამოხვანის პროექტის დაბრუნება.
"თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ახსოვს, რომ აკრიტიკებდა უმნიშვნელოვანესი ჰესის მშენებლობას და იგივე ადამიანი დღეს გვაკრიტიკებს, რატომ არ არის ქვეყანაში იაფი ენერგორესურსები",- უთხრა მინისტრმა ლორთქიფანიძეს, რომელმაც მინისტრს უპასუხა:
"ნამოხვანჰესზე გააფორმეს ხელშეკრულება ისე, რომ არავის არაფერი უთხრეს, მერე მოგვიანებით მოსახლეობამ პროტესტი რომ გამოთქვა ის ორჯერ სპეცრაზმი მიაგზავნეს და მერე გამოცხადდა იქ თქვენი კოლეგა, ნამდვილი დიფსთეითი ვინც არის, ნათია თურნავა. ყველაფერი დაგეგმილი რომ ჰქონდათ მერე დაუწყო ადამიანებს საუბარი ამ პროექტის ავზე და კარგზე", - თქვა ლევან ლორთქიფანიძემ.
.