უცხოელები და უმეტესად, ეს იყვნენ უცხოელები, მუშაობდნენ ე.წ. დამდებებად, ნარკოტიკების რეალიზატორებად და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მათ მოახერხეს ხელოვნურად ფასის დაგდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კომპლექსური პრობლემა იყო და შესაბამისად, ჩაითვალა მიზანშეწონილად, უცხოელებისთვის მუშაობის შეზღუდვა.
„რაც შეეხება „გლოვოს“, „ვოლტს“, გიდებს და ა.შ. - საქართველოში არსებობდა სათანადო მუშახელი, სამუშაო ძალა, იყო მოთხოვნა და იყო მაღალანაზღაურებადი ეს სამუშაო ადგილები და მოხდა რა - ქართველებს შეეცილნენ უცხოელები, მიგრანტები ამ საქმეში, რომლებიც ბევრად უფრო იაფად იყვნენ მზად ამ მომსახურების გაწევისთვის და ხელოვნურად დაუგდეს ჩვენს მოქალაქეებს ხელფასები. შესაბამისად, აქ ჩაითვალა, რომ არ არის მიზანშეწონილი ამ სფეროებში უცხოელების შემოყვანა, სადაც ხელოვნურად ვუმცირებთ ჩვენ ხელფასებს საქართველოს მოქალაქებს. სწორედ ამის გამო განისაზღვრა შესაბამისი ჩამონათვალი მთავრობის სამართლებრივ აქტში. გარდა ამისა, აქ სხვა პრობლემებიც იყო. უცხოელები და უმეტესად, ეს იყვნენ უცხოელები, მუშაობდნენ ე.წ. დამდებებად, ნარკოტიკების რეალიზატორებად და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მათ მოახერხეს ხელოვნურად ფასის დაგდება. კომპლექსური პრობლემა იყო და შესაბამისად, ჩაითვალა მიზანშეწონილად, უცხოელებისთვის აქ მუშაობის შეზღუდვა. არის სფეროები, სადაც ეს შეიძლება აუცილებელი იყოს და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ“, - განაცხადა პრემიერმა.
არ არის მიზანშეწონილი იმ სფეროებში უცხოელების შემოყვანა, სადაც ხელოვნურად ვუმცირებთ ხელფასებს საქართველოს მოქალაქებს - კობახიძე
რუსეთი გულწრფელად ცდილობს აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული ქვეყანა იყოს - ვლადიმერ პუტინი
შვეიცარიამ ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა
აპრილში გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები [აშშ-სა და საქართველოს შორის], იქნება საინტერესო სიახლეები - კახა კალაძე
ირაკლი კობახიძე IMF-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?
დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა