"მათ [რუსებს] შეუძლიათ იმდენი ინფორმაცია მიაწოდონ, რამდენიც უნდათ, მაგრამ ის ხალხი, ვისაც ამას უგზავნიან [ირანელები], უკვე დამარცხებულები არიან." - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ის ამტკიცებს, რომ დედამიწაზე უძლიერი სამხედრო ძალა მხოლოდ აშშ-ს ჰყავს.
"რუსეთიც დამარცხებული იქნებოდა. ნებისმიერი დამარცხდებოდა. ჩვენ დედამიწაზე ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა გვყავს," - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ძალებზე იერიშებისთვის რუსეთი ირანს დახმარებას უწევს და დასამიზნებელ მონაცემებს უზიარებს.