ირანი აზერბაიჯანს დარტყმებით ემუქრება. საგანგებო განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ნათქვამია, რომ თეირანი ბაქოს მოუწოდებს ქვეყნიდან „სიონისტური ძალების“ გაძევებისა და ისრაელთან თანამშრომლობის შეწყვეტისკენ.

ირანის გენერალური შტაბის განცხადებით, აზერბაიჯანმა უნდა შეწყვიტოს ისრაელის ნავთობითა და გაზით მომარაგება, წინააღმდეგ შემთხვევაში თეირანი არ გამორიცხავს სამხედრო მოქმედებების დაწყებას.

"ჩვენ ირანის მეზობელ ქვეყანას, აზერბაიჯანის რესპუბლიკას, როგორც მუსლიმურ სახელმწიფოს ვუცხადებთ, რომ რეგიონში არასტაბილურობის გავრცელების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, თავისი ქვეყნიდან გააძევოს სიონისტები და არ დააყენოს საფრთხის ქვეშ საკუთარი ხალხისა და ირანის უსაფრთხოება. ირანის გენშტაბი ითხოვს, რომ აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ შეწყვისტოს ისრაელის ნავთობითა და გაზით მომარაგება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი აზერბაიჯანზე დაიწყებენ დარტყმებს," - ნათქვამია განცხახდებაში. 

tvpirveli.ge