საქართველოს ეროვნულმა ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 10.25%-მდე შეამცირა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, უცვლელია სებ-ის გეგმა იმის თაობაზე, რომ 2023 წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი9.5%-მდე შემცირდეს, თუმცა მცირე ბიჯებით.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის ბოლომდე შემცირდება მცირე ბიჯებით. ვგეგმავთ, რომ წლის ბოლოს ერთი პროცენტით მაინც შევამციროთ განაკვეთი და ის 9.5%- გაუტოლდეს.

თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა დავაკვირდებით ტენდენციებს. განსაკუთრებით საყურადღებოაგარე ფაქტორები, მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. ამით არისგანპირობებული ჩვენი ტაქტიკა, თუმცა სტრატეგიულად ჩვენი მოლოდინები იგივეა,”- განაცხადა ნათია თურნავამ.