2023 წლის 3 თვის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 150 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.
ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შემოსავლიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა „კრედო ბანკს“ და „ხალიკ ბანკს“ აქვს.
საკურსო სხვაობიდან მიღებული წმინდა შემოსულობა/ზარალის მიხედვით, ბანკების 2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემები ასეთია:
საქართველოს ბანკი – 74 762 000 ლარი (2022 წლის 3 თვეში 52 996 000 ლარი).
თიბისი ბანკი – 62 463 4283 ლარი (2022 წლის 3 თვეში 50 619 827 ლარი).
ლიბერთი ბანკი – 0 ლარი (2022 წლის 3 თვეში 0 ლარი).
პროკრედიტ ბანკი – 3 621 299 ლარი (2022 წლის 3 თვეში 2 309 053 ლარი).
ბაზისბანკი — ზარალი 660 276 ლარი (2022 წლის 3 თვეში 2 273 556 ლარი).
კრედო ბანკი — 7 193 81 ლარი (2022 წლის 3 თვეში ზარალი 670 243 ლარი)
ხალიკ ბანკი — 2 163 203 ლარი (2022 წლის 3 თვეში 88 203 ლარი).
იშ ბანკი — 1 222 201 ლარი (2022 წლის 3 თვეში 0 ლარი).
პაშა ბანკი — 3 762 305 ლარი (2022 წლის 3 თვეში 1 323 534 ლარი ).
სილქ ბანკი — ზარალი 253 382 ლარი (2022 წლის 3 თვეში 92 514 ლარი).
ტერა ბანკი — 123 249 ლარი (2022 წლის 3 თვეში 505 091 ლარი).
ვითიბი ბანკი — 0 ლარი (2022 წლის 3 თვეში ზარალი 26 702 132 ლარი).
ზირაათ ბანკი — 384 028 ლარი (2022 წლის 3 თვეში 653 556 ლარი).
ქართუ ბანკი — ზარალი 1 993 474 ლარი (2022 წლის 3 თვეში 1 244 624 ლარი).
პეისერა - 12 682 ლარი.
2023 წელს ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა, მეთხუთმეტე ბანკი ბაზარზე ახლად შემოსული „პეისერაა“ (ციფრული ბანკი), რომელსაც ჯერ საოპერაციო საქმიანობა არ დაუწყია.