მაისში ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 12.4 მლნ ლარით შემცირდა და 511.3 მლნ ლარს გაუტოლდა.

ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების 43.2% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

მაისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 19.0%-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით 0.6 პპ-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპის მატება როგორც ეროვნული, ისე უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდამ განაპირობა. კერძოდ, მაისში, ეროვნული ვალუტით დაკრედიტების ზრდის ტემპი 21.1%-მდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 11.7 პპ-იანი წვლილი შეადგინა. უცხოური ვალუტით დაკრედიტება (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) წლიურად 16.4%-ით, 25.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 7.3 პპ-იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტით დაკრედიტების აჩქარება ბიზნესის სესხების ზრდას უკავშირდება. ბიზნესის სესხების წვლილი დაკრედიტების ზრდაში 11.5 პპ-ია. იპოთეკური სესხების წვლილმა მთლიანი სესხების ზრდაში 2.1 პპ-ზე შეადგინა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

გარდა ამისა, მაისში, სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, წინა თვესთან შედარებით, 0.1 პპ-ით გაიზარდა და 13.0% შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით, 14.7%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით, 8.9%-მდე გაიზარდა.