თურქული ლირას კურსმა დოლართან მიმართებაში სამშაბათს ისტორიული მინიმუმი განაახლა და პირველად გახდა 1 დოლარი 27,5 ლირა.
დღეს დილით, დოლარის კურსი თურქული ლირას მიმართ 0.14%-ით გაიზარდა და 27.2176 ლირას მიაღწია დოლარზე, რამდენიმე წუთში კი ეს მაჩვენებელი შეიცვალა და 1 დოლარის ფასმა 27,5155 ლირას მიაღწია.
რაც შეეხება ქართული ლარის კურსს, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 14:30 საათისთვის ერთი დოლარი 2.6700 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.6745 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 25 სექტემბრის ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.6681 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8381 ლარია.