საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ0-კმ7 (საჯავახო-ნოღა) მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების წარმოება რის გამოც, 2025 წლის 17, 18 და 19 ივლისს ყოველდღიურად 08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
17-19 ივლისს საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის კმ0-კმ7 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი
„500-ჯერ მაქვს ნათქვამი და 501-ედაც შემიძლია გავიმეორო, რომ ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მანამდე იარსებებს ეს ბუნებრივი ბარიერი და ვერ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები“ – ირაკლი კობახიძე
ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა - ირაკლი კობახიძე
ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო
მქონდა მოლოდინი, რომ სანქციები იქვე მოიხსნებოდა, მაგრამ რუსეთი ღვინის კიდევ 2 კომპანიის დასანქცირებასაც აპირებს, გაოცებული ვიყავი ამით - გიორგი ზურაბაშვილი
დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით - სერგეი ლავროვი