საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, საბიუჯეტო ხარჯები 600 მლნ ლარით გაიზრდება. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხარჯებისთვის 360 მლნ ლარის გამოყოფის შესაძლებლობას 4 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იძლევა.

„გავაკეთეთ 6 თვის საგადასახადო შემოსავლების ანალიზი, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტში დამატებითი რესურსი გამოჩნდა და ამ ეტაპისთვის ეს 360 მლნ ლარია. თუმცა შესაბამისი ანალიზი მიმდინარეობს და ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტში დიდი ალბათობით საშემოდგომო სესიაზე იქნება. მიმდინარე ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, საბიუჯეტო შემოსავლები, მოსალოდნელია, რომ ნაერთი ბიუჯეტის სახით 600 მლნ ლარით გაიზარდოს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში 550 მლნ ლარით. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის პროგნოზი“, - განაცხადა მინისტრმა.