საქართველოს პარლამენტის წევრ ნინო წილოსანს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2025 წლის 28 იანვარს აქვს შევსებული.

დეკლარაციის შევსების მომენტში, სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე ჯამურად ჰქონდა 24 723 ლარი; 846.85 აშშ დოლარი; 15.53 ბრიტანული ფუნტი და 0.87 ევრო. ასევე, დეპოზიტზე 72 991 აშშ დოლარი და დანაზოგის სახით 170 000 ლარი.

დოკუმენტის მიხედვით, პოლიტიკოსი ფლობს ბინას, საცხოვრებელ სახლს, ავტოფარეხს, მიწის ნაკვეთს, 2 არასაცხოვრებელ ფართს, კომერციულ ფართს, წილს 5 კომპანიაში და ავტომობილ Land Rover Defender-ს.

გთავაზობთ ნინო წილოსანის საკუთრებაში არსებულ ქონებასა და აქტივებს, 2025 წლის 28 იანვრის მონაცემებით:

  • კომერციული ფართი, 162.82 კვადრატული მეტრი, თბილისში, მოსაშვილის ქუჩა #7 (100%-იანი წილი) - უფასოდ მიიღო 2024 წლის 16 დეკემბერს, 2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად წარმოშობილი მოთხოვნის საფუძველზე;
  • არასაცხოვრებელი ფართი, 82.9 კვადრატული მეტრი, თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩა #144 (33%-იანი წილი) - შეიძინა 80 000 ლარად, 2023 წლის 31 მარტს;
  • არასაცხოვრებელი ფართი, 182.75 კვადრატული მეტრი, თბილისში, ქვიშხეთის ქუჩა #1 (33%-იანი წილი) - შეიძინა 60 000 ლარად, 2023 წლის 31 მარტს;
  • მიწის ნაკვეთი, 409 კვადრატული მეტრი, ოზურგეთის რაიონ დაბა ურეკში (100%-იანი წილი) - შეიძინა 40 000 ლარად, 2023 წლის 18 იანვარს;
  • საცხოვრებელი სახლი, 190.5 კვადრატული მეტრი, თბილისში, სოლომონ ზალდასტანიშვილის ქუჩა #26 (100%-იანი წილი) - შეიძინა 470 000 აშშ დოლარად, 2024 წლის 17 დეკემბერს;
  • ავტოფარეხი, 17.77 კვადრატული მეტრი, თბილისში, სოლომონ ზალდასტანიშვილის ქუჩა #26 (100%-იანი წილი) - შეიძინა 20 000 აშშ დოლარად, 2024 წლის 17 დეკემბერს;
  • ბინა, 224.7 კვადრატული მეტრი, თბილისში, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა #4ა (100%-იანი წილი) - შეიძინა 250 000 ლარად, 2024 წლის 30 ივნისს;
  • მსუბუქი ავტომანქანა, Land Rover Defender - შეიძინა 95 000 აშშ დოლარად, 2024 წლის 30 აპრილს;
  • შპს შპს S.R.O Almitrans ჩეხეთი U Zvonařky 2536/1d ჩეხეთი Prešov 08006 Prešov - 25%-იანი წილი;
  • შპს შპს U.S TRADING COMPANY აშშ 1 Tameron place, Rosedale, MD 21237 აშშ Tameron place, Rosedale, MD 21237 Tameron place - 25%-იანი წილი;
  • შპს მკურნალი 2022 საქართველო თბილისი დიღომი, ცამეტი ასურელი მამის ქ., N 74 - 52%-იანი წილი;
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ენდუო-კონცეპტ საქართველო, თბილისი, გლდანინაძალადევის რაიონი, ც. დადიანის ქ., №26, /ჩოდრიშვილის ქ., №2 - 23%-იანი წილი;
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ენდუო საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ოთარ თაქთაქიშვილის ქ., N14 - წილის ოდენობა მითითებული არაა;
  • საჩუქარი შვილს, თემურ აბულაძეს - 15 820 ბრიტანული ფუნტი;
  • საჩუქარი შვილს, ნიკოლოზ აბულაძეს - 46 850 აშშ დოლარი;
  • შვილის, მარიამ აბულაძის, სწავლის საფასური - 15 647 ლარი;
  • საჩუქარი მშობელს (ვინაობა დაკონკრეტებული არაა) – 250 000 ლარი;
  • მოგზაურობა პორტუგალიაში - 7 125 ლარი;
  • მოგზაურობა საქართველოში - 6 115 ლარი;
  • მოგზაურობა აშშ-ში - 6 000 ლარი.

ნინო წილოსანს, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის წევრის ხელფასის სახით, 60 096 ლარი აქვს მიღებული.

ასევე, 2 ფართის იჯარით გაცემის შედეგად, წლის განმავლობაში 228 889 ლარის შემოსავალი აქვს აღრიცხული. იმავე წელს ნასყიდობით გაასხვისა შპს „მკურნალის“ წილი, რისთვისაც 10 752 ლარი მიიღო.

გარდა ამისა, დეკლარაციის შევსების მომენტში, წილოსანს ერთ-ერთ ბანკში ჰქონდა 400 000 ლარის სესხი, რომლის ფარგლებშიც, წლის განმავლობაში 27 442 ლარი გადაიხადა. ასევე, ჰქონდა 180 000 აშშ დოლარის სესხი, რაც საანგარიშო პერიოდში 65 559 აშშ დოლარის გასავლად დაუჯდა.

bpn.ge