სებ-მა 2023 წლის ივნისში 137.6 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა BMatch პლატფორმის საშუალებით, თუმცა ასევე მოუხდა 17.1 მლნ აშშ დოლარის გაყიდვა სავალუტო აუქციონზე.
ჯამურად, წლის პირველ ნახევარში, სებ-ის წმინდა შესყიდვამ 1.06 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ყველაზე დიდი, $322 მილიონიანი ინტერვენცია აპრილში განხორციელდა.
ამჟამად საქართველოს სავალუტო რეზერვები 5.07 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წლიურად 1.1 მილიარდით არის გაზრდილი.