2023 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 353.2 მლნ აშშ დოლარი (924.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.4%-ით (74.2 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.1% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივნისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.
ფულადი გზავნილების სისტემებს შორის #1 ადგილზეა რუსული Unistream. სრული რეიტინგი ასე ნაწილდება:
Unistream - 77 მილიონი დოლარი;
RIA - 62 მილიონი დოლარი;
Zolotaya Korona - 57 მილიონი დოლარი;
Money Gram - 44.4 მილიონი დოლარი;
Western Union - 41.8 მილიონი დოლარი;
Intel Express - 32.5 მილიონი დოლარი;
Contact - 27.3 მილიონი დოლარი;
Rico Gram - 11.2 მილიონი დოლარი.