2024 წლის სექტემბრის 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 185 242 მსესხებელს უფიქსირდებოდა, კონტრაქტების რაოდენობამ კი 359 302-ს შეადგინა. ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 2 163 010 159 ლარი შეადგინა.

„კრედიტინფოს“ სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 934 365 ადამიანს აქვს, ჯამში 48 411 994 266 ლარის მოცულობის.

მსესხებლების 81.6% საბანკო სექტორზე მოდის. სექტემბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 44 137 358 073 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 578 082 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლებიდან 96 137 -ს აქვს.

ეროვნული ბანკის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 761 55 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 709 044 980 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 295 892 მსესხებელს უფიქსირდება.

20 484 ადამიანს კი ჯამში 565 591 213 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. საიდანაც ვადაგადაცილება 5 656 ადამიანს უფიქსირდება.