2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 704.5 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9.9 ათასი კაცით მეტია. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-4 488) და დადებითი მიგრაციული სალდო (14 386).
2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.5% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს და 1 282 600 ადამიანს უტოლდება.
მოსახლეობის რიცხოვნობა 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგიონების და დასახლების ტიპის მიხედვით