ოზურგეთის მატარებელს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა. განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ,,საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევა გომი-აგარას გადასარბენზე მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა.
,,მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი. გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა.’’- აცხადებენ რკინიგზაში.