კვლევითი ორგანიზაცია Galt & Taggart-ის ტურიზმის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 1.3%-ით გაიზარდა და 1.2 მილიონს მიაღწია.
ზრდა ძირითადად ტურისტების სეგმენტზე მოდიოდა( სტუმრები რომლებიც საქართველოში რამდენიმე დღეს ატარებენ). ამის საპირისპიროდ, ერთდღიანი ვიზიტორების რაოდენობა 2.4%-ით შემცირდა (0.2 მლნ). ერთდღიანი ვიზიტორების რაოდენობის შემცირება განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებიდან იგრძნობა.
მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან (+25.9%), ისრაელიდან (+72.9%), ინდოეთიდან (+27.7%) და ჩინეთიდან (+40.1%). ამავდროულად, კლება დაფიქსირდა ტრადიციული ბაზრებიდან, როგორიცაა თურქეთი (-11.5%), სომხეთი (-5.7%), ყაზახეთი (-22.4%) და ევროკავშირი (-4.1%).
Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2025 წლისთვის ტურისტების რაოდენობის ზრდა 5.3 მილიონამდეა (2024 წელს — 5.1 მლნ) მოსალოდნელი, რაც ძირითადად აზიური ბაზრებიდან მოხდება. ასევე, ნავარაუდებია აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის გახსნა, რაც სავარაუდოდ, საქართველოში ტურისტების რაოდენობას გაზრდის.ტურიზმის შემოსავლებმა 2025 წლის პირველ კვარტალში 826.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.ტურისტული შემოსავლების წამყვან წყაროდ (17.2%) კვლავ რუსეთი რჩება, თუმცა შემოსავლები აქაც 17.2%-ით შემცირდა.შემოსავლები იზრდება ისრაელის ტურისტების მხრიდან. ისრაელის მოქალაქეებიდან მიღებული შემოსავლებმა ზრდით (+73.7%) თურქეთს გადაასწრო და საქართველოში ტურიზმის მეორე უმსხვილესი წყარო გახდა(13.8%).
ევროკავშირის ქვეყნებიდან შემცირდა -4.8%ით შემცირდა.
2025 წელს მოსალოდნელია, რომ ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.