აშშ-ის კალიფორნიის შტატი მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ეკონომიკა გახდა და იაპონიას გაუსწრო, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და აშშ-ის ეკონომიკური ანალიზის ბიუროს ახალი მონაცემები იუწყება. ამის შესახებ კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის ადმინისტრაციამ განაცხადა.

კალიფორნიის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 4.1 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რითაც იაპონიის მაჩვენებელს 4.02 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ამჟამად კალიფორნია მხოლოდ შეერთებულ შტატებს (29.18 ტრილიონი აშშ დოლარი, მათ შორის კალიფორნია), ჩინეთს (18.74 ტრილიონი აშშ დოლარი) და გერმანიას (4.65 ტრილიონი აშშ დოლარი) ჩამორჩება.

კალიფორნიის ეკონომიკური ზრდის ტემპი 6%-ია, რაც გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა მსხვილი მსოფლიო ეკონომიკების: ამერიკის შეერთებული შტატების - 5.3%, ჩინეთის - 2.6%, გერმანიის - 2.9%.

ვრცლად liga.net–ზე