Reuters აშშ-ის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი აქვეყნებს. საიდანაც ირკვევა, რომ ამერიკა დე-იურე ცნობს ყირიმს რუსეთის ნაწილად. გამოცემის ცნობით, შეთანხმება ასევე მოიცავს შემდეგს:
აშშ დე-ფაქტო ცნობს ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ოლქების ნაწილებზე რუსეთიწ კონტროლს;
უკრაინა იბრუნებს ხარკოვის ოლქს სრულად - მხოლოდ მცირე ნაწილს ვერ აკონტროლებენ ამ მომენტისთვის;
უკრაინა იბრუნებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, გადასცემს მის კონტროლს აშშ-ს, ხოლო ელექტროენერგია განაწილდება რუსეთსა და უკრაინას შორის;
უკრაინა იბრუნებს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კონტროლს;
უკრაინა იბრუნებს კინბურნის ნახევარკუნძულის კონტროლს ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე;
დოკუმენტი ასევე მოიცავს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის პირობებს. რაც მოიცავს შემდეგს: უკრაინა მიიღებს ევროპისგან უსაფრთხოების გარანტიებს, უკრაინა არ შეეცდება ნატოში გაწევრიანებას, თუმცა შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება.
შეთანხმების ტექსტი ასევე საუბარია ეკონომიკაზე. Reuters-ის ცნობით: უკრაინა სრულად აღდგება და მიიღებს სრულ ფინანსურ კომპენსაციას, თუმცა არ კონკრეტდება ვისგან იღებს ამ ფინანსურ დახმარებას; აშშ და უკრაინა ხელს შეუწყობენ ეკონომიკურ თანამშრომლობას, რაც გათვალისწინებულია იშვიათ მეტალებზე შეთანხმებით; 2014 წლიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციები სრულად მოიხსნება; აშშ და რუსეთი ითანამშრომლებენ ენერგეტიკის სფეროში.