,,დღეს ვეღარ ვხედავ პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. მინდა ეს დრო გამოვიყენო ჩემი ოჯახისთვის და ჩემი პირადი მიზნების განსახორციელებლად.''- ირაკლი ღარიბაშვილმა ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის პორტი დატოვა. განცხადება მან პარტიის ოფისში გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სურს მისი შესაძლებლობები სხვა სფეროში მოსინჯოს. თუმცა, არ დაუკონკრეტებია პოლიტიკიდან სად წავა. აღნიშნა, რომ საქმიანობას კერძოს სექტორში გააგრძელებს და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას.
ირაკლი ღარიბაშვილი ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტს 2024 წლის 1 თებერვლიდან იკავებდა. ის „ქართული ოცნების“ საქმიანობაში პარტიის დაფუძნებიდან, 2012 წლიდან იყო ჩართული. ორჯერ იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს. 2012-2013 წლებში ის იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, 2013 წლის 20 ნოემბერს პირველ ჯერზე დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. ამ პოსტს 2015 წლის 30 დეკემბრამდე იკავებდა. ასევე, 2013-2015 წლებში იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე. ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე. პრემიერ-მინისტრად ის მეორედ, 2021 წლის 22 თებერვალს დაინიშნა და ამ პოსტს 2024 წლის 29 იანვრამდე იკავებდა.