საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 29.2%-ით გაიზარდა და 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით რეზერვები 1.3%-ით გაიზარდა (+65.3 მლნ აშშ დოლარი).

რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს. სავალუტო რეზერვების მოცულობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორია, რადგანაც მას ეკონომიკური კრიზისების პირობებში სახელმწიფო ვალუტის მასტაბილურებლის როლის შესრულება შეუძლია.