საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების მოცულობა წლიურად 23 485 949 ლარით გაიზარდა.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-მაისში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში 87 262 418 ლარი შევიდა, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტში - 34 908 284, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში - 52 354 134 ლარი.

2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 63 776 469 ლარის აკუმულირება მოხდა, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტში - 25 511 553, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში - 38 264 916 ლარი.