ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. 

„საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.

2024 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ნომინაციის გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე  გახდება ცნობილი.

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2024 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები არიან:

 

  • ბაჩანა ჩაბრაძე, ალფრედ ჟარისა და გიიომ აპოლინერის „პატაფიზიკა სცენაზე“

(არილი)

  • გიორგი კახიშვილი, ჰესიოდეს „სამუშაონი და დღენი“ (არილი)
  • გიორგი ლობჟანიძე, ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი (წიგნი მესამე)“

(სულაკაურის გამომცემლობა)

  • გიორგი ხარაიშვილი, ელიზაბეტ სტრაუტის „ოჰ, უილიამ!“ (პალიტრა L)
  • ელისაბედ (დოდო) ყვავილაშვილი, ხორხე ლუის ბორხესის „ალეფი“ (სულაკაურის

გამომცემლობა)

  • ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, სიუზენ ზონტაგის „ფოტოგრაფია“ (დიოგენე)
  • თამარ ლომიძე, ჰანა არენდტის „აიხმანი იერუსალიმში“ (დიოგენე)
  • თეა შურღაია, ირაჯ ფეზეშქზადის „ბიძაჩემი ნაპოლეონი“ (დიოგენე)
  • კატია ვოლტერსი, ოლგა ტოკარჩუკის „დაუდგომელნი“ (ინტელექტი)
  • მაია ფანჯიკიძე, თომას ბერნჰარდის „ძველი ოსტატები“ (სულაკაურის

გამომცემლობა)

  • პაატა ჯავახიშვილი, დავიდ დიოპის „სულიერი ძმა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • რუსუდან ღვინეფაძე, ფრანც კაფკას „დღიურები“ (ალეფი)
  • ხათუნა ცხადაძე, იტალო კალვინოს „ობობას ბუდეების ბილიკი“ (სულაკაურის

გამომცემლობა)