ევროზონის ეკონომიკა 2026 წელს 0.9%-ით, 2027 წელს 1.3%-ით და 2028 წელს 1.4%-ით გაიზრდება, – ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის ახალ პროგნოზშია ნათქვამი.
დეკემბერში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, შესაბამისად, 1.2%-იანი, 1.4%-იანი და 1.4%-იანი ზრდა იწინასწარმეტყველა.
სამომხმარებლო ფასები 2026 წელს 2.6%-ით გაიზრდება, რაც ადრე პროგნოზირებულ 1.9%-ზე მეტია. 2027 წლის პროგნოზი 1.8%-დან 2%-მდე, ხოლო 2028 წლისთვის 2%-დან 2.1%-მდე შემცირდა.
ენერგიისა და სურსათის გამოკლებით (საბაზო ინფლაცია) სამომხმარებლო ფასები 2026 წელს 2.3%-ით გაიზრდება (ადრე მოსალოდნელი იყო 2.2%), 2027 წელს 2.2%-ით (1.9%), 2028 წელს 2.1%-ით (2%).
პროგნოზების გადახედვა განპირობებულია ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებების გამო ენერგომატარებლების ფასების ზრდით, ასევე ამ კონფლიქტის შედეგებით სასაქონლო ბაზრებსა და რეალურ შემოსავლებზე.