ბათუმში საახალწლო ღონისძიებები 7 იანვარს დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილე სოლო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდებისა და ჯგუფების, დიჯეებისა და სხვა მონაწილეთა ჰონორარებში ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 428 ათასი ლარი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დაიხარჯება.

თავდაპირველად ჰონორარის მიმღებთა სიაში სულ 96 მუსიკოსი, ჯგუფი თუ დიჯეი იყო. კონცერტებში მონაწილეებთან [ჰონორარის მიმღებ პირებთან თუ მათ მენეჯერებთან] გაფორმებულ ხელშეკრულებებს ბათუმის კულტურის ცენტრი ეტაპობრივად აქვეყნებს შესყიდვების პორტალზე.

6 იანვრის მონაცემებით ცენტრის მიერ 46 ასეთი ხელშეკრულება იყო შესყიდვების პორტალზე ატვირთული. დღეის, 13 იანვრის მონაცემებით, ცენტრმა დამატებით კიდევ ათობით ხელშეკრულება გამოაქვეყნა.

ნახეთ, ვის რამდენი ჰონორარი გადაუხადეს/გადაუხდიან ბათუმის ბიუჯეტიდან საახალწლო კონცერტებში მონაწილეობისთვის:

შპს „ჩვენი თეატრი“ – 27 650 ლარი – გასართობი პროგრამა.

კახაბერ ცისკარიძე – 25 510 ლარი – მუსიკალური პერფორმანსის (კახაბერი და ხანუმები) უზრუნველყოფა (მომღერლის მომსახურება).

დავით ბარნაბიშვილი – 15 151 ლარი – ჯგუფი New One-ს საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა (არანაკლებ 30 წთ.).

ლაშა ჩხაიძე – 12 600 ლარი – გასართობი პროგრამა ზღაპრის გმირების მონაწილეობით.

ლევან ვეშაპიძე – 12 121 ლარი – ანსამბლი „ქართული ხმები“-ს საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა (არანაკლებ 30 წუთი).

ალექსანდრე კობახიძე – 10 102 ლარი – ანსამბლ „ალილოს“ საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა (არანაკლებ 30 წთ. საკონცერტო პროგრამა).

კობა ჭეფხოძე – 8 928 ლარი – თეატრალური კვარტეტის საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა (არანაკლებ 4 საკონცერტო ნომერი).

ელისაბედ ბაგრატიონი – 6 377 ლარი – არანაკლებ 1 სიმღერა.

თორნიკე ჭანტურიშვილი – 6 377 ლარი – ბათუმური კვინტეტის საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა (არანაკლებ 30 წთ.).

მანანა თოდაძე – 6 377 ლარი – არანაკლებ 1 სიმღერა.

თორნიკე კანდელაკი – 5 050 ლარი – კვარტეტი „რანინა“- საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა (არანაკლებ 30 წთ.).

ირაკლი სირაბიძე – 5 050 ლარი – ტრიო „გოგლაურა“ და ბენდი „ქართული“-ს საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა (თითოეული არანაკლებ 30 წთ.).

არჩილ გოგიტიძე – 5 102 ლარი – არანაკლებ 1 სიმღერა.

თედო თხილაიშვილი – 4 040 ლარი – ანსამბლი „რერო“-ს საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა (არანაკლებ 4 საკონცერტო პროგრამა).

თითოეულთან 3 030 ლარზეა ხელშეკრულება გაფორმებული შემდეგ პირებთან: დმიტრი ხლინინ [ბენდი HIT wave-ს საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა – არანაკლებ 30 წთ.], მარიამ მაჭარაშვილი [ბენდი „კონიაკი“ – არანაკლებ 30 წთ], პაატა ძიძიგური [ბენდი „მელომანიაკი – არანაკლებ 30 წთ.], გიორგი ბურჭულაძე [ბენდი „ასტეროიდი“ – არანაკლებ 30 წთ.], ჯულიანა ავეტისიანი [ბენდი WHY NOT-ს საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა – არანაკლებ 30 წთ.].

3 030 ლარზეა გაფორმებული ხელშეკრულება გიორგი ცინცაძესთან dj მომსახურება [DJ BENE], ხოლო ასევე dj მომსახურებაზე ხელშეკრულებები 1 275 ლარზე გაფორმებულია – ბექა კალანდაძესთან და ნუგზარ ხიმშიაშვილთან.

არანაკლებ 1 სიმღერისთვის 2 551 ლარზეა დადებული ხელშეკრულებები შემდეგ შემსრულებლებთან: მარიამ ებრალიძე, თათული კილაძე, რუსუდან მორჩილაძე, მორის მელაძე.

არანაკლებ თითო სიმღერაში თითოეულს 1 275 ლარი უნდა გადაუხადონ შემდეგ მონაწილეებს: ნუგზარ ერგემლიძე, გიორგი ბერიძე, ვაჟა ტუღუში, თამარ მიქელაძე, თამაზი მირიანაშვილი [სალომე მირიანაშვილის პროდიუსერი], ლუკა ზაქარიაძე, სანდრო კურცხალიძე, სოფიო ნანაძე, არჩილ ჯაიანი, ბაიარ შაჰინი, მზია ფარტენაძე, მარიტა ცეცხლაძე.

1 311 ლარზე შეუთანხმდნენ შლომო ელჰარარს, ასევე არანაკლებ 1 სიმღერისთვის.

ბათუმის მუსიკალური ცენტრის მიერ საახალწლო კონცერტებში მონაწილეთა ჰონორარებზე გაფორმებული ხელშეკრულებების გამოქვეყნების შემთხვევაში „ბათუმელები“ ინფორმაციას აქვე მოგაწვდით.

batumelebi.netgazeti.ge