მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, თურქეთში ტაქსი ყველაზე ძვირია, - ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან, რომელიც ჯამში 103 ქვეყანაში 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასებს ადარებს.

უფრო კონკრეტულად, Numbeo-ს მონაცემების მიხედვით, 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასი თურქეთში 81 ცენტია. ამ მონაცემებით ქვეყანა 103 ქვეყანას შორის 74-ე ადგილზეა.

მეზობელი ქვეყნებიდან ტაქსის სიძვირით თურქეთს რეიტინგში 79-ე ადგილით მოსდევს საქართველოს. Numbeo-ს თანახმად, აქ 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასი 74 ცენტია.

მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯანში 1 კმ-ზე ტაქსის ფასი 59 ცენტია, რითაც ქვეყანა 85-ე ადგილზეა, მას კი მოსდევს რუსეთი 45 ცენტით და 89-ე ადგილით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის, 1 კმ-ზე ტაქსი ყველაზე იაფი სომხეთშია. Numbeo-ს მონაცემებში სომხეთი 102-ე ადგილზეა. უფრო დეტალურად, 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ტარიფი სომხეთში 26 ცენტრია.

5 ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტაქსი ყველაზე ძვირია, ასე გამოყურება:

  • შვეიცარია - 4.73 დოლარი;
  • ლუქსემბურგი - 4.06 დოლარი;
  • ალბანეთი - 3.61 დოლარი;
  • ბაჰრეინი - 3.45 დოლარი;
  • მავრიკი - 3.25 დოლარი.

ამასთანავე, Numbeo-ს თანახმად, მსოფლიოში ტაქსი ყველაზე იაფი შემდეგ ქვეყნებშია:

  • ფილიპინები - 24 ცენტი;
  • სომხეთი - 26 ცენტი;
  • ინდოეთი - 28 ცენტი;
  • მოლდოვა 0 29 ცენტი;
  • ირანი - 30 ცენტი.

www.bpn.ge