საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკების ლიცენზირების წესები დაამტკიცა. შესაბამისად, ამჟამად მიკრობანკების დაფუძნება და ლიცენზირება უკვე შესაძლებელია.

მიკრობანკის სტატუსის მიღებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციები: MBC, კრისტალი და ლაზიკა კაპიტალია დაინტერესებული.

„კომერსანტი“ გთავაზობთ მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვების მსურველი მისო-ების მოგების, აქტივების და კაპიტალის მაჩვენებლებს (2023 წლის I კვარტალი):

„კრისტალი“ - წმინდა მოგება - 1.6 მლნ ლარი;  მთლიანი აქტივები - 424 მლნ ლარი; მთლიანი კაპიტალი - 76.4 მლნ ლარი.

„ლაზიკა კაპიტალი“ — წმინდა მოგება - 301 709 ლარი;  მთლიანი აქტივები - 73 734 071 ლარი; მთლიანი კაპიტალი - 13 778 233 ლარი.

„ემ ბი სი“ (MBC) — წმინდა მოგება - 92 713 ლარი;  მთლიანი აქტივები - 106 796 100 ლარი; მთლიანი კაპიტალი - 18 977 680 ლარი.

აღნიშნული მიკროსაფინანსოებიდან მიმდინარე წელს ყველაზე მეტი სესხი, 388 665 194 ლარის „კრისტალმა“ გასცა, მეორე ადგილზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალია (MBC) 92 272 337 ლარით, მესამეზე კი „ლაზიკა კაპიტალია“ 66 092 563 ლარით.