ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის საერთო ბრუნვამ 10,990 ლარი შეადგინა, რაც 4,238 ლარით მეტია წინა თვესთან შედარებით. 

მთელი თვის განმავლობაში ბირჟაზე სულ ორი გარიგება დაფიქსირდა, რომლიდან ერთი „ლიბერთი ბანკს“ უკავშირდებოდა, მეორე კი „საქართველოს ბანკს“. ამ ტრანზაქციების შედეგად, დღიურმა საშუალო ბრუნვამ ივლისში მხოლოდ 523 ლარი შეადგინა, რაც წინა თვეებთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა.

რაც შეეხება გასული თვეების მონაცემებს, საქართველოს საფონდო ბირჟაზე ივნისში 5 გარიგება იყო, მაისში - 1, გარიგების გარეშე დაიხურა აპრილის და მარტის თვე. 

გასულ, 2022 წელს ბირჟაზე ჯამში 34 გარიგება შედგა, რომელთა საერთო მოცულობა 6.6 მილიონ ლარს შეადგენდა.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 23 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 748 მილიონ დოლარს შეადგენს.