საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსურმა ინსტიტუტმა მხოლოდ მობილურის ნომრით თანხის მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური სისტემა დანერგა და სამ ბანკთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამჯერად კი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკსა და ბაზისბანკს შორის გადარიცხვის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომი გახდა.
მომენტალური გადარიცხვების სისტემის დახმარებით, პირველად, საქართველოში, ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა აქვთ თანხა საქართველოს ბანკსა და ბაზისბანკს შორის მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით გადარიცხონ. ტრანზაქცია მიმღები პირის ანგარიშზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მომენტალურად აისახება.
სერვისის უპირატესობა ისაა, რომ თანხის მომენტალური გადარიცხვა მობილურის ნომრით შესაძლებელია როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე ევროსა და დოლარში.
გარდა ამისა, ლარში ერთჯერადად გადარიცხვისას მაღალი, 10 000 ლარის ოდენობის ლიმიტი მოქმედებს. მომხმარებლებს კი დღის განმავლობაში გადარიცხვის შეუზღუდავი სიხშირით განხორციელება შეუძლიათ.
“საქართველოს ბანკისთვის ინოვაციური ციფრული სერვისების განვითარება განსაკუთრებით პრიორიტეტულია. მომენტალური გადარიცხვების სისტემის დანერგვა სწორედ ამ მიმართულების გაგრძელებაა – გავუმარტივოთ ჩვენს მომხმარებლებს ყოველდღიურობა და შესაძლებლობა მივცეთ, ნებისმიერ დროს, მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით, სხვადასხვა ვალუტაში ტრანზაქციები რამდენიმე წამში შეასრულონ. დარწმუნებული ვართ, რომ ეს სიახლე მნიშვნელოვნად გაზრდის მომხმარებელთა კომფორტს და კიდევ უფრო გაამარტივებს საბანკო მომსახურების პროცესს”, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
გადარიცხვების შესრულებისთვის გადმოწერეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი.