6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების წილი, რომლებიც სმარტფონს იყენებს, 2019 წლის შემდეგ 20%-ით გაიზარდა და 94,9% შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს სმარტფონებით აღნიშნული ასაკის მოზარდების 74,8 % სარგებლობდა, წლების განმავლობაში კი ეს მონაცემი ასე იზრდებოდა: 2020 წელი - 82,9 % 2021 წელი - 84,0 % 2022 - 88,7 % 2023 - 87,5 % 2024 - 91,1 % 2025 - 94,9 % მონაცემები თითოეული წლის ივნისის თვის მაჩვენებლების მიხედვითაა დაანგარიშებული.
მონაცემები თითოეული წლის ივნისის თვის მაჩვენებლების მიხედვითაა დაანგარიშებული.
ციფრული ტექნოლოგიების ზედმეტი გამოყენების საფრთხეებზე მეცნიერები დიდი ხანია, მსოფლიოს მოსახლეობას აფრთხილებენ. ისინი თანხმდებიან, რომ ტექნოლოგიური უნარების ქონა თანამედროვე ადამიანისთვის აუცილებლობაა, თუმცა საჭიროა მისი ლიმიტირებულად მოხმარება, განსაკუთრებით ბავშვებში.