მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები 2025" გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ გორგაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კლიმატური პროგრამის მენეჯერმა თორნიკე ფულარიანმა გახსნეს - ინფორმაციას გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

ბანაკი ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, აიმაღლონ ცნობიერება ისეთ გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორიცაა ბიომრავალფეროვნება, ტყის რესურსების მდგრადი მართვა და პრაქტიკული სამუშაო, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეები, კატასტროფის რისკის შემცირება, უსაფრთხოების წესები კატასტროფების დროს, საფრთხეებისა და მოწყვლადობის შეფასება, რისკის განსაზღვრა.

მწვანე ბანაკში მონაწილეობისათვის, კონკურსის საფუძველზე, 50-ზე მეტი ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ, მათ შორის, პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" სამიზნე მუნიციპალიტეტებს.

მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები” ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში”, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთის და შვეიცარიის მთავრობების მიერ. პროგრამის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.

სინქრონი(1) გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიამ გორგაძე

სინქრონი (2) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კლიმატური პროგრამის მენეჯერი თორნიკე ფულარიანი

სინქრონის (3) „კლიმატის ელჩების“ მონაწილე ჯუმბერ კეპულაძე“ - ნათქვამია ინფორმაციაში.