მსოფლიოს უძველესმა ბანკმა, იტალიურმა Banca Monte dei Paschi di Siena-მ გააუმჯობესა შეთავაზება კონკურენტი Mediobanca Banca di Credito Finanziario SpA-ს შესაძენად ნაღდი ფულის კომპონენტის დამატებით.

როგორც ბანკმა განცხადებაში განაცხადა, Mediobanca-ს ერთი აქცია ახლა არა მხოლოდ Monte Paschi-ს 2,533 ახალ აქციად, არამედ 0.9 ევროდაც იყიდება. ორშაბათს Monte Paschi-ს აქციების დახურვის ფასის მიხედვით, Mediobanca დაახლოებით 16.95 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.

Monte Paschi-მ ასევე განაცხადა, რომ შერწყმის წარმატებით განსახორციელებლად მას Mediobanca-ს აქციონერთა 35%-ის თანხმობა სჭირდება, მაშინ როდესაც ბანკი აქამდე აქციონერთა დაახლოებით 66.7%-ის მხარდაჭერას იმედოვნებდა.

მარეგულირებლისთვის წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, 29 აგვისტოს მდგომარეობით, Mediobanca-ს აქციონერთა დაახლოებით 28%-მა გამოთქვა თანხმობა აქციების გაყიდვაზე.

შეთავაზება ძალაში იქნება 8 სექტემბრის საღამომდე.

Monte dei Paschi di Siena-ს და Mediobanca-ს შერწყმამ შესაძლოა იტალიის სიდიდით მესამე ბანკი შექმნას Intesa Sanpaolo-ს და UniCredit–ის შემდეგ. 

Monte Paschi-ს აქციების ფასი წლის დასაწყისიდან 15.6%-ით გაიზარდა, ხოლო Mediobanca-მ კაპიტალიზაცია 47.1%-ით გაზარდა.

წყარო: interfax