1 სექტემბერს სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა 5 მთავარ საფეხბურთო ლიგაში – პრემიერლიგა, ლა ლიგა, სერია A, ბუნდესლიგა და ლიგა 1.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე ძალიან საინტერესო გამოვიდა: პრემიერლიგაში სატრანსფერო თანხის რეკორდი დამყარდა, „ლივერპული“ ელიოტს გამოეთხოვა, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ახალი მეკარე ჰყავს, „ბაიერნს“ – ახალი ფორვარდი…

გთავაზობთ ბოლო სატრანსფერო დღის ყველა მნიშვნელოვანი გარიგების ჩამონათვალს:

* განხორციელდა ყველაზე ძვირფასი ტრანსფერი პრემიერლიგის ისტორიაში. „ლივერპულმა“ 125 მილიონი ფუნტი გადაუხადა „ნიუკასლს“ ალექსანდერ ისაკში. შვედმა ახალ კლუბთან ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

* ჯეიმი ვარდი პირველად ითამაშებს ინგლისის მიღმა. ფორვარდმა კონტრაქტი გააფორმა „კრემონეზესთან“.

* მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩი „ფენერბახჩედან“ იჯარით „ჟირონაში“ გადავიდა.

* ბენ ჩილუელმა დატოვა „ჩელსი“ და „სტრასბურში“ გადავიდა. ინგლისელმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

* ბენჯამენ პავარი ოფიციალურად გახდა „მარსელის“ ფეხბურთელი. ფრანგი „ინტერიდან“ ერთი წლით იჯარით აიყვანეს.

* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 21 მილიო ევროდ „ანტვერპენის“ მეკარე სენე ლამენსი შეიძინა.

* „ნიუკასლმა“ ბოლო ორ დღეში მეორე ფორვარდი შეიძინა: ნიკ ვოლტემადეს შემდეგ, „ბრენტფორდს“ 57 მილიონი გადაუხადა იოან ვისას სანაცვლოდ.

* ნიკოლას ჯექსონმა „ჩელსი“ „ბაიერნით“ შეცვალა. სენეგალელი 16.5 მილიონ ევროდ აიყვანეს იჯარით.

* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჯეიდონ სანჩო იჯარით „ასტონ ვილაში“ გაუშვა. ბირმინგემელები ბრიტანელის ხელფასის 80 პროცენტს დაფარავენ.

* „სანდერლენდმა“ 17.3 მილიონ ფუნტად შეიძინა „აიაქსიდან“ ფორვარდი ბრაიან ბრობი. გარდა ამისა, პრემიერლიგის დებიუტანტმა „ლაიპციგიდან“ იჯარით აიყვანა მცველი ლუტსჰარელ გერტრუიდა.

* გარემარბი სამუელ ჩეკვუეზე „მილანიდან“ იჯარით „ფულჰემში“ გადავიდა.

* „პორტუმ“ „არსენალიდან“ იჯარით აიყვანა მცველი იაკუბ კივიორი. გარიგების თანხაა 2 მილიონი ევრო.

* ჰარვი ელიოტი „ლივერპულიდან“ „ასტონ ვილაში“ გადავიდა. ნახევარმცველი იჯარით აიყვანეს აუცილებელი გამოსყიდვის ვალდებულებით.

* ლოის ოპენდა „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდა. ბელგიელი „ლაიპციგიდან“ 4 მილიონ ევროდ იჯარით აიყვანეს.

* რანდალ კოლო მუანი ოფიციალურად გახდა „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი. ფრანგი იჯარით გადავიდა ინგლისში და 39-ე ნომერი აიღო.

* ნახევარმცველი კარლოს სოლერი „პარი სენ-ჟერმენიდან“ „სოსიედადში“ 6 მილიონ ევროდ გადავიდა და ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

* „არსენალმა“ ფაბიო ვიეირა იჯარით „ჰამბურგში“ გაუშვა.

* „ალ-ნასრის“ მცველი ემერიკ ლაპორტი „ბილბაოში“ დაბრუნდა.

* გარემარბი ქერემ აქთურქოგლუ „ბენფიკადან“ „ფენერბახჩეში“ გადავიდა. გარიგების თანხამ 22.5 მილიონი ევრო შეადგინა.

* „იუვენტუსმა“ 25 მილიონ ევროდ შეიძნა „ლილის“ გარემარბი ედონ ჟერგოვა.

* პიერო ინკაპიე ოფიციალურად „არსენალშია“. „ლევერკუზენმა“ ეკვადორელი იჯარით გაუშვა 52 მილიონად აუცილებელი გამოსყიდვის უფლებით.

* სერია A-მ დაარეგისტრირა „მანჩესტერ სიტიდან“ „ინტერში“ მცველის, მანუელ აკანჯის გადასვლა.

* „ბეტისმა“ ანტონის სანაცვლოდ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 25 მილიონი ევრო გადაუხადა.

* ადრიენ რაბიო ოფიციალურად გახდა „მილანის“ ფეხბურთელი. ტრანსფერის თანხამ 10 მილიონი ევრო შეადგინა.

* მარკო ასენსიო თურქეთში გადავიდა სათამაშოდ. ესპანელი „ფენერბახჩემ“ პსჟ-დან 8 მილიონ ევროდ შეიძინა.

* „ნაპოლიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ფორვარდ რასმუს ჰოილუნდის იჯარის შესახებ.

* „ლევერკუზენის“ ფორვარდმა, ვიქტორ ბონიფასემ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება „ვერდერში“ და ბრემენულ კლუბს შეუერთდა.

* „მილანის“ ნახევარმცველი იუნუს მუსა „ატალანტაში“ იჯარით გადავიდა.

* „იუვენტუსის“ გარემარბი ნიკო გონსალესი იჯარით „ატლეტიკომ“ 1 მილიონ ევროდ აიყვანა.

* ნიკოლო ძანიოლო „გალათასარაიდან“ იჯარით „უდინეზეში“ გადაბარგდა.

* „ლაიპციგის“ გარემარბი ელიფ ელმასი „ნაპოლიში“ დაბრუნდა. იჯარის ხელშეკრულება 2 მილიონი ევროს ღირებულებისაა.

* ნახევარმცველი ფაკუნდო ბუანანოტე „ბრაიტონიდან“ იჯარით „ჩელსიში“ გადავიდა.

* შვედი მცველი ვიქტორ ლინდელოფი „ასტონ ვილას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

წყარო: პირველი არხი