ამერიკულმა Kraft Heinz Co.–მ, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საკვების მწარმოებელმა კომპანიამ სამშაბათს გამოაცხადა, რომ ორ დამოუკიდებელ საჯარო კომპანიად გაიყოფა. 

პრესრელიზის თანახმად, ერთ-ერთი მათგანი, Global Taste Elevation Co., სოუსებზე იქნება ორიენტირებული და მოიცავს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Heinz, Philadelphia და Kraft Mac & Cheese. 

მეორე კომპანია, North American Grocery Co., დარჩენილ პროდუქტებს აწარმოებს, მათ შორის Kraft Singles-ის (დამუშავებული ყველი), Oscar Mayer-ის (ხორცპროდუქტები) და Lunchables-ის (საუზმის ბურღულეული) ბრენდების ქვეშ წარმოებულ პროდუქტებს.

გაყოფა ერთხმად დაამტკიცა დირექტორთა საბჭომ. კომპანია ვარაუდობს, რომ ის 2026 წლის მეორე ნახევარში დასრულდება.

ვრცლად interfax – ზე