საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში ინფლაცია 4.6%-ით გაიზარდა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ანგარიშის მიხედვით, ინფლაციის მატება ძირითადად სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა
და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილებით იყო განპირობებული. მაგალითად: 15.3%-ით გაიზარდა ფასები ხილზე, 14.85-ით საკვებ ზეთზე, ასევე 11.8%-იანი ზრდა შეინიშნება რძის, ყველისა და კვერცხის ფასებზე.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.0 პროცენტით, რაც წლიურ
ინფლაციაზე 3.35 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და
ყურძენი (15.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (14.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.1 პროცენტი), რძე,
ყველი და კვერცხი (11.8 პროცენტი), თევზეული (10.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.8
პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.4
პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები
(8.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.2 პროცენტი)
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე
0.78 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების
(10.8 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის,
აპარატურის და მოწყობილობის (7.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით. შესაბამისად,
ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც
თამბაქოს ნაწარმზე (5.5 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (4.0 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.31
პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების
ექსპლუატაციაზე (-3.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების
შეძენასა (0.5 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.3 პროცენტი).