ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 3.122 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 14 მლნ სტერლინგით მეტია წინა კვირასთან შედარებით.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 30.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.82% წინა კვირასთან შედარებით და - 2.27% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 338 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.75 - 31.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 116 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 24.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.24% წინა კვირასთან შედარებით და +1.03% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 341 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.35 - 25.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 69 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.34 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.33% წინა კვირასთან შედარებით და +4.25% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 73 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.99 - 8.44 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.