ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 3.084 მლრდ გირვანქა სტერლინგია. გასულ კვირას სამივე კომპანიის აქციების ფასი დაეცა.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 29.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.35% წინა კვირასთან შედარებით და -4.72% გასულ თვესთან შედარებითვაჭრობის მოცულობამ 473 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.05 - 31.55 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 86 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 24.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.79% წინა კვირასთან შედარებით და +4.88% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 121 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.45 - 25.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 49 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.31 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.66% წინა კვირასთან შედარებით და +0.73% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 225 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.20 - 8.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 32 ათასი აქცია შეადგინა.