მიმდინარე კვირაში (6.04.2026 - 12.04.2026) ლარი დოლართან მიმართებით 0.0010 ლარით გამყარდა, რაც დაახლოებით 0.037%-იან გამყარებას ნიშნავს; ამავე პერიოდში ქართული ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.0379 ლარით გაუფასურდა, რაც დაახლოებით 1.22%-იან გაუფასურებას შეადგენს.

კვირის დინამიკა ასეთი იყო:

6 აპრილს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6975 ლარს შეადგენდა, ხოლო მოქმედი კურსი — 2.6981 ლარი. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0006 ლარი შეადგინა. იმავე დღეს ევროს ოფიციალური კურსი 3.1140 ლარი იყო, მოქმედი — 3.1150 ლარი, რაც 0.0010 ლარის ცვლილებას ნიშნავს.

7 აპრილს დოლარის კურსი 2.6970 ლარამდე შემცირდა, რაც 0.0005 ლარით გამყარებას ასახავს. ევროს კურსი კი 3.1153 ლარამდე გაიზარდა — ცვლილებამ 0.0013 ლარი შეადგინა.

8 აპრილს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6965 ლარი გახდა, რაც კიდევ 0.0005 ლარით გამყარებაა. ევროს კურსი ამავე დღეს მკვეთრად, 3.1519 ლარამდე გაიზარდა — ცვლილებამ 0.0366 ლარი შეადგინა.

9 და 10 აპრილი ოფიციალური დასვენების დღეები იყო, შესაბამისად, ამ პერიოდში 8 აპრილს დადგენილი კურსი უცვლელად მოქმედებდა.

უქმეებზე, შაბათ-კვირას, 11 და 12 აპრილს, მოქმედებს ეროვნული ბანკის მიერ 8 აპრილს დადგენილი კურსი.

30 მარტი - 5 აპრილის კვირაში  ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან მიმართებაში კი გაუფასურდა.

ეროვნული ვალუტიც კურსის დინამიკა გრძელვადიან პერიოდში შეგიძლიათ იხილოთ აქ