17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6076 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.0005 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.0157 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9927 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ, 2026 წლის 18 სექტემბერს ამოქმედდება.