12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარის კურსი დოლართან მიმართებით გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5994 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.0011 ლარით გამყარდა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით 0.0088 ლარით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9066 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ, 2026 წლის 13 ოქტომბერს ამოქმედდება.