საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინების კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები და მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია.

„მოლოდინები საკუთარი პროდუქციის ფასების ცვლილებაზე მომდევნო 1 წელში შემცირებულია წინა თვესთან შედარებით კომპანიების უტილიზაციის მაჩვენებელი გაზრდილია განახლებულ ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის დეკემბრის თვის შედეგები:

ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირდა. იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად და 6%-8% ინტერვალში ვარაუდობენ შემცირებულია. ხოლო, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ინფლაციის ცვლილებას 4%- 6%-ის ფარგლებში ფიქრობენ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად და 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ შემცირებულია. მეორე მხრივ, ნოემბერთან შედარებით, გაიზარდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 4%- 6%-ის და 0%-2% ფარგლებში ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების შემცირებას 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას 0%-2%-სა და 4%-6%-ის ფარგლებში ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%- 20%-ზე მეტად ელოდებიან, შემცირებულია. ამავე დროს, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10% ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, დეკემბერში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) ნოემბერთან შედარებით გაზრდილია,” - ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.