დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტით შეამცირა. 

სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ის რისკებიც შეაფასა, რამაც შესაძლოა, ინფლაცია გაზარდოს.

„ამ ეტაპზე, ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას აჭარბებს. ამ ტენდენციის გაგრძელებამ შეიძლება წარმოქმნას ხარჯების გაძვირება და საბოლოოდ ეს ფასებზეც აისახება.

ყველა ამ რისკის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ფრთხილი ბიჯებით აგრძელებს“, - განაცხადა თურნავამ.