სასტუმრო და სარესტორნე ბიზნესის ბრუნვა II კვარტალში 15.9%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, სექტორის ბრუნვამ 995.6 მლნ ლარს მიაღწია, თუმცა ზრდის მიუხედავად, სასტუმროებს და რესტორნებს ბიზნესსექტორის ჯამურ ბრუნვაში სექტორის წილი მხოლოდ 1.6%-იანი წილი უჭირავს.

გასულ კვარტალში სასტუმრო სექტორის ბრუნვა 23.9%-ით 416.9 მლნ ლარამდე გაიზარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ წლიურად სექტორს ბრუნვა ₾80.6 მლნ-ით გაეზარდა. უფრო მოკრძალებული იყო სარესტორნე სექტორის ბრუნვის ზრდა, წლიურად სექტორის ბრუნვა 10.7%-ით გაიზარდა და ₾578.8 მლნ-ს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო/სარესტორნე ბიზნესის მიერ პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელმა 1 მილიარდს გადააჭარბა.

სასტუმროების და რესტორნების ბიზნესში 2025 წლის II კვარტალში 42 902 ადამიანი იყო დასაქმებული, 9.5%-ით მეტი ვიდრე შარშან. მათ შორის, 15.8%-ით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა სასტუმროებში. ამ სექტორში 17 062 პირი იყო დასაქმებული, საჭმელებისა და სასმელების მიწოდების დარგში კი, 25 840 ადამიანი იყო დასაქმებული, ეს წლიურად მხოლოდ 5.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

bm.ge