ინდოელი იმპორტიორები რუსული ნავთობკომპანიებისგან უფრო დიდ ფასდაკლებებს ითხოვენ, რადგანაც ქვეყანასთან ვაჭრობის შესაძლო რისკები იზრდება,- ამის შესახებ Reuters იუწყება, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
ინდური მხარის მოთხოვნით, რუსებმა ფასდაკლებები Brent-ის საბაზისო ფასებთან შედარებით დაახლოებით 10 დოლარამდე უნდა გაზარდონ თითო ბარელზე.
აღსანიშნავია, რომ ეს ბევრად მეტია, ვიდრე სექტემბერში შემოთავაზებული 2-3 დოლარის ფასდაკლება თითო ბარელზე. თუმცა მოსკოვი არ თანხმდება ასეთ პირობებს და ოქტომბერში ნავთობის პარტიის ჩინეთში გადამისამართებას გეგმავს.
რის შედეგადაც, ინდოეთისთვის ნავთობის მიწოდება დღეში 1.6 მილიონი ბარელიდან 1.4 მილიონ ბარელამდე შემცირდება.