ჩვენი პროგნოზით, ფულადი გზავნილები წელს 3.2 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდება - ინფორმაციას Galt&Taggart ყოველკვირეულ მიმოხილვაში ავრცელებს.

სებ-ის მიხედვით, 2025 წლის იანვარში ფულადი გზავნილები წლიურად 8.5%-ით შემცირდა 242.4 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 8.2%-იანი კლების შემდეგ.

ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+7.8%, მთლიანის 46.5%), აშშ-დან (+23.2%, მთლიანის 19.5%), ისრაელიდან (+19.1%, მთლიანის 8.8%) და ყირგიზეთიდან (+126.2%, მთლიანის 2.5%). ამასთან, ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა რუსეთიდან (-62.4%, მთლიანის 10.5%) და ყაზახეთიდან (-49.5%, მთლიანის 2.0%).