საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო სტრატეგიის საფუძველზე, ასევე, ფინანსური ორგანიზაციების მიერ ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურებების მზარდი ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე, სებ-მა ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურების გამოყენების სახელმძღვანელო მოთხოვნები შეიმუშავა, რომლებიც კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებზე გავრცელდება.
ციფრული ტრანსფორმაციისა და მზარდი კიბერრისკების გარემოში, მნიშვნელოვანია ფინანსურ ორგანიზაციებს რეალიზებული ჰქონდეთ სათანადო პროცესები და მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ საოპერაციო, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების მდგრადობას.
აღნიშნული სახელმძღვანელო წარმოადგენს პრევენციულ მექანიზმს, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან ითხოვს ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურების შესახებ გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს სტრატეგიულ საჭიროებას, ამასთან, სათანადოდ უნდა შეფასდეს ღრუბლოვან აუთსორსინგულ გარემოსთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკები, მომსახურების მომწოდებლის მხარეს არსებული კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების პრაქტიკის შესახებ მოპოვებული იქნას სათანადო რწმუნება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფინანსურმა ორგანიზაციამ წინასწარ შეიმუშაოს ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურებიდან გასვლის სტრატეგია.
ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურების სახელმძღვანელოში განსაზღვრული მოთხოვნები ეფუძნება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ მითითებებსა და რეკომენდაციებს.
წარმოდგენილი სახელმძღვანელოს პროექტი საკონსულტაციოდ და დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია CyberSecSupervision@nbg.gov.ge-ზე მიმდინარე წლის 29 ივნისამდე.
ეროვნული ბანკი ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურების გამოყენების სახელმძღვანელოს პროექტს აქვეყნებს
საერთაშორისო არაღიარების ფონზე, პუტინი კამბოლოვს ე.წ. არჩევნებში „გამარჯვებას“ ულოცავს
ბრიტანელი მინისტრი - „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის შემდგომი გამყარების მცდელობებს უპასუხოდ არ დავტოვებთ“
არ ვცნობთ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა საფუძველზეც საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში ე.წ. არჩევნები ჩატარდა - მათ შედეგს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი
საქართველო დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს ნაურუს რესპუბლიკასთან, რომელმაც ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება გააუქმა
ირაკლი კობახიძე სკოლებისა და ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაციაზე - იყო გამოწვევები, თუმცა ყველაფერი არის დაძლეული