საქართველოში ენერგეტიკის სექტორზე გაცემული საბანკო კრედიტების მოცულობა 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 2.6 მილიარდ ლარს აღწევს. ერთწლიან ჭრილში ამ სექტორის დაფინანსება 21%-ით, ანუ 447 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, ბანკებს შორის ენერგეტიკის სექტორზე ყველაზე დიდი - 1.2 მილიარდი ლარის სესხები თიბისი ბანკს აქვს გაცემული. მეორე პოზიციას კი 1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელით საქართველოს ბანკი იკავებს.
ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, ენერგეტიკის სექტორზე კრედიტები სულ 12 ბანკს აქვს გაცემული>
წყარო: bm.ge