თბილისის ქუჩებში, ბოლო 5 დღის განმავლობაში მიმდინარე დაძაბული მოვლენების გამო, რაც "ქართული ოცნების" განცხადებამ განაპირობა, დღის წესრიგიდან 2028 წლამდე მოხსნას ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი ბევრ ადამიანს აქვს კითხვა, ხომ არ ემუქრება მათ დანაზოგებს საფრთხე - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე წერს.
"90 ათიანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს საბანკო სისტემის ყველაზე დიდი მიღწევა არის კაპიტალის კონტროლის არ არსებობა, ანუ ნებისმიერი თანხის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვალუტაში გადარიცხვა, გადახურდავება, გამოტანა ყველანაირი შეზღუდვების გარეშე.რასაც პოსტში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის თანამშრომელი წერს არის კაპიტალის კონტროლის დაწესება, საბანკო სისტემის ბელორუსიზაციის პირველი ნაბიჯი.
ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და მეკითხება, ხომ არ ემუქრება მათ დანაზოგებს რაიმე მყისიერი საფრთხე. საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ ვპასუხობ, რომ მათ დანაზოგებს საფრთხე არ ემუქრება, რადგან სისტემა საკმარისად მდგრადი და ლიკვიდურია.გააკეთეთ განცხადება რომ არ აპირებთ არანაირი კაპიტალის კონტროლის დაწესებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით რომ ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემზადების დაწყება შეზღუდვების დასაწესებლად.აქვე დავამატებ რომ ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება უცხოური ვალუტის ოპერაციებზე გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება და გამოიწვევს უკონტროლო პროცესების ჯაჭვს.და ბოლოს საბანკო სექტორის გამაფრთხილებელი ერთდღიანი გაფიცვა იქნებოდა ძლიერი სიგნალი, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის და პროტესტს აზრი აქვს" - წერს ქადაგიძე.
ქადაგიძე თავის პოსტს თან ურთავს პარლამენტის თანამშრომლის, გიორგი ესაკიას პოსტს, სადაც ის წერს, რომ ბოლო დღეებში ლარის გაუფასურების და მიმდინარე მოვლენების ფონზე ფინანსურ სტაბილურობას რომ საფრთხე არ შეექმნას, რიგი შეზღუდვების დაწესებაა აუცილებელი.